კალათბურთი

12:26 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბოსტონი" და "ტორონტო" პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის საწყისი სტადია „ბოსტონ სელტიქსმა“ და „ტორონტო რეპტორსმა“ წარმატებით დაძლიეს. ორივემ სერია მშრალად და ადვილად, 4:0 მოიგეს.

კანადელებმა „ბრუკლინ ნეტსს“ 150:122 აჯობეს და სერიაში გამარჯვებულის სტატუსი ოფიციალურად გაიფორმეს. ნორმან პაუელმა 29 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო სერჟ იბაკამ საკუთარ გუნდს 27 ქულა, 15 მოხსნა და 2 პასი შესძინა. „ბრუკლინს“ კი კარის ლევერტის დიდებულმა გარჯამ ვერ უშველა (35 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი).

„ბოსტონმა“ „ფილადელფიას“ ასევე 4:0 სძლია. მეოთხე შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ „სელტიქსმა“ 4-ქულიანი უპირატესობით გამარჯვება მაინც მოახერხა.

„ფილას“ რიგებში ჟოელ ემბიდი 30 ქულით და 10 მოხსნით კი გამოირჩა, მაგრამ ეს საკმარისი არ ყოფილა. „ბოსტონის“შემადგენლობა ჯეისონ ტეიტუმმა 28 ქულას 15 მოხსნა წაამატა, ხოლო ყველაზე შედეგიანი კემბა უოკერი იყო 32 ქულით.

მომდევნო ეტაპზე „ბოსტონი“ და „ტორონტო“ სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110689