ფეხბურთი

2:52 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "საქმისადმი სათანადო დამოკიდებულება გვქონდა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩი შეაფასა.

„ზამთარში დავინახეთ თუ რამდენად სერიოზულია ჩვენი დამოკიდებულება, მწვრთნელისთვის კი ეს საუკეთესოა, რისი დანახვაც მას შეუძლია. თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა და ორივე გუნდს ჰქონდა შანსი. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გვყავს და გარკვეულ მომენტებში მან თამაშში დაგვტოვა. ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბევრს აინტერესებდა, როგორ მოვახერხებდით ასეთი ძლიერი შეტევის წინააღმდეგ თამაშს. ამ თვალსაზრისით დიდი სამუშაო გავაკეთეთ, სათანადო იყო საქმისადმი დამოკიდებულება. მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმენით, მაგრამ დაცვაში საოცრად მუშაობდნენ. გუნდური თამაში მაღალ დონეზე გვქონდა“, - აღნიშნა ფლიკმა.

შეგახსენებთ, პსჟ-მ ისტორიაში პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ბაიერნმა“ კი ისტორიაში მეექვსედ შეძლო ამ ტიტულის მოგება. საინტერესოა, რომ ჰანსი ფლიკიმ „ბაიერნს“ სეზონში ყველა ტიტული მოაგებინა და ეს იმის მიუხედავად, რომ ბოლო 15 წელი მთავარ მწვრთნელად არსად ჰქონდა ნამუშევარი...

0.114975