ფეხბურთი

23:05 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის საგოლე პასი და "ანორთოსისის" გამარჯვება სეზონის პირველ მატჩში (+VIDEO)

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატი ქართველების „ანორთოსისმა“ გამარჯვებით დაიწყო. თემურ ქეცბაიას გუნდმა პირველ ტურში „ერმისს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა.

ოთხიდან სამი ქართველი ძირითადში იყო. გიორგი ლორიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ნიკა კაჭარავამ 64-ე წუთამდე, ხოლო მურთაზ დაუშვილმა 73-ე წუთიდან.

ოქრიაშვილმა ორ გოლში დიდი წვლილი შეიტანა. 51-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ნიკოს კალტასი მოძებნა, რომელმაც გაიტანა და ჩვენებურმა საგოლე გადაცემა მიითვალა. „ოქრიმ“ მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა, შეტევა დაიწყო ისევ მარცხენა ფლანგიდან და ისევ მცველებს აურია თავგზა.

„ანორთოსისითვის“ ეს სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი იყო, მომდევნო ტურში კი 29 აგვისტოს, „პაფოსს“ სტუმრად გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116133