ფეხბურთი

20:47 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფორმატი იცვლება? უეფაში "რვათა ფინალი" მოეწონათ

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფორმატი არაა გამორიცხული შეიცვალოს. უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინს „რვათა ფინალი“ ძალიან მოსწონს და აღნიშნა, რომ უფრო საინტერესო თამაშებია.

თუმცა, სლოვენიელის განცხადებით, ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ იგეგმება, მაგრამ მომავალში აუცილებლად იფიქრებენ ფორმატის შეცვლაზე.

„რვათა ფინალი“? იძულებული ვიყავით ამ ვარიანტის არჩევაზე, მაგრამ ვნახეთ, რომ რაღაც ახალი გამოვიდა. მომავალში ამაზე ნამდვილად ვიფიქრებთ. ნაკლებად ტაქტიკური თამაშებია. თუ ერთი გუნდი გოლს გაიტანს, მეორემ გატანა რაც შეიძლება მალე უნდა მოახერხოს, უფრო საინტერესო თამაშები იყო, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გვაქვს ნაკლები თამაშები და მაუწყებლობა. ამიტომ, განვიხილავთ ყველაფერს, როდესაც ეს შეშლილი სიტუაცია დასრულდება.

რა თქმა უნდა საინტერესო ფორმატია, მაგრამ საეჭვოა, რადგან ახალი კალენდარი იქნება საჭირო, რომ შევძლოთ „რვათა ფინალად“ გადაკეთება, ძალიან დიდი დრო დასჭირდება ამას. თუმცა, ვიმეორებ ერთმატჩიანი დაპირისპირებები, ეს ფორმატი და სისტემა შეიძლება იყოს ბევრად საინტერესო, ვიდრე წინა ფორმატები. ჯერ ამაზე ვერავისთან ვისაუბრებთ“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო უეფა იძულებული გახდა გუნდები პორტუგალიაში ჩაეყვანა და ე.წ „რვათა ფინალი“ დროებით შემოიღო. არაა გამორიცხული მომავალში უეფამ ეს ფორმატი ძალაში დატოვოს და ჩემპიონთა ლიგა განსხვავებულად წარიმართოს, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111982