ფეხბურთი

17:09 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძის თურქეთში ტრანსფერის შანსი შემცირდა

სეტუბალის „ვიტორიას“ ქართველი მეკარის გიორგი მაკარიძის „ერზურუმსფორში“ ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს. თურქული კლუბი დიდ ინტერესს იჩენს და ქართველ კიპერს ძალიან მაღალი ხელფასიც შესთავაზა, მაგრამ კლუბს ვერ ურიგდება.

პორტუგალიური A Bola-ს ცნობით, „სეტუბალი“ არ აპირებს გიორგისთან კონტრაქტის გაწყვეტას და მის უფასოდ გაშვებას. კონტრაქტის პუნქტის თანახმად, მაკარიძის გამოსასყიდი ფასი 1 მილიონი ევროა და მიუხედავად თურქების მიერ შეთავაზებული მაღალი ხელფასისა, 1 მილიონის გადახდას არ გეგმავენ.

უფრო მეტიც, შეიძლება „სეტუბალი“ დათმობაზე წავიდეს და ჩვენებურს ფასი დააკლოს, მაგრამ „ურზურმსფორს“ მისი ხელში ჩაგდება მხოლოდ უფასოდ სურს, რაც ტრანსფერის ალბათობას ამცირებს.

შეგახსენებთ, მაკარიძემ გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და 32 მატჩიდან 13-ჯერ საკუთარი კარი ხელუხლებლად დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115764