ფეხბურთი

15:54 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"როტორის" მწვრთნელი: "ჩანს, რომ დავითაშვილი კარგ მდგომარეობაშია"

ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა „სოჭისთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ქართველი ფეხბურთელების თამაშიც შეაფასა.

ბელარუსი სპეციალისტი ზურიკო დავითაშვილის დებიუტით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ მან გუნდს აგრესია შემატა.

„ჩანს, რომ დავითაშვილი კარგ მდგომარეობაშია, რადგან „რუბინში“ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. მოედანზე მისი გამოსვლის შემდეგ სოჭის კართან აგრესიამ და სიმწვავემ იმატა. ბექა მიქელთაძეს რაც შეეხება, მან 10 დღე გამოტოვა და ჯერჯერობით სათამაშო ტონუსში არაა, მაგრამ მისი იმედი გვაქვს, რადგან კრეატიული ფეხბურთელია. სოლომონ კვირკველიამ ამ შეხვედრაში სამედიცინო მიზეზით ვერ ითამაშა“, - თქვა ბელარუსმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, „როტორში“ 5 ქართველი ფეხბურთელია (ჯანო ანანიძე, სოლომონ კვირველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი), ვოლგოგრადულმა გუნდმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ოთხ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115935