ფეხბურთი

23:17 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" პირველი გამარჯვება სეზონში და დავითაშვილის დებიუტი "როტორში"

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ყაზანის „რუბინმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა, შეიძლება ითქვას სენსაციურიც, რადგან მოსკოვში, ცსკა-ს აჯობა.

ყაზანელებმა ლეონიდ სლუცკის ყოფილ გუნდს 2:1 მოუგეს, ბაკაევის გოლს პირველივე ტაიმში ვლაშიჩმა უპასუხა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე მაკაროვის ულამაზესი დარტყმით „რუბინმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღია, 79-ე წუთზე გააფრთხილეს. „რუბინს“ 4 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 26 აგვისტოს ჯიმი ტაბიძის „უფას“ უმასპინძლებს.

ვოლგოგრადის „როტორში“ ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგა, მაგრამ მისი გუნდი შინ „სოჭისთან“ დამარცხდა (1:2). ზურიკო მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა, თუმცა თანაგუნდელებს დიდად ვერაფრით დაეხმარა. ითამაშა ბექა მიქელთაძემაც, 76-ე წუთიდან.

განაცხადში არ იყვნენ ჯანო ანანიძე, სოლომონ კვირკველია და ნიკა ყიფიანი. „როტორი“ 4 ტურის თავზე კინკილა ქულით ბოლო ადგილზეა და 26 აგვისტოს, მოსკოვის „სპარტაკს“ შეხვდება.

0.111292