ავტოსპორტი

21:53 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსის ფ1-ის გუნდი ამერიკულმა კომპანიამ იყიდა

ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი გუნდი „უილიამსი“, ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია „დორილტონ კეპიტალმა“ შეისყიდა. ეს კომპანია გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტებითაა ცნობილი, რაც იმის იმედს იძლევა, რომ ბრიტანული გუნდი საიმედო ხელშია.

მფლობელის შეცვლის მიუხედავად, გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში ძველი სახელით გააგრძელებს გამოსვლას. არც გუნდის ბაზის შეცვლა იგეგმება. „უილიამს რეისინგის“ გაყიდვას მხარი დრექტორთა საბჭომ და დამაარსებელმა, ფრენკ უილიამსმა დაუჭირეს.

გუნდის განცხადებით, ახალი მფლობელის ხელში გადასვლით, გუნდის ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. ეს კი ემთხვევა მომენტს, როცა ტექნიკურ რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. გუნდი ტიტულოვან სპონსორ „როკიტს“ მაისში დაშორდა და მაშინვე გამოაცხადა, რომ მყიდველის ძებნას იწყებდა. „უილიამსი“ ამ სეზონში უკეთ გამოიყურება, ვიდრე წინა სეზონებში, თუმცა კვლავაც აუტსაიდერად რჩება.

„მოხარული ვართ, რომ უილიამსში ინვესტირება დავიწყეთ. გვჯერა, რომ ჩვენი მოქნილი და მომთმენი საინვესტიციო სტილის გამო, კომპანიისთვის იდეალური პარტნიორები ვართ. ეს კი გუნდს საკუთარ მიზნებზე ფოკუსირების საშუალებას მისცემს, რაც მოწინავეთა რიგებში დაბრუნებას ითვალისწინებს“, - ამბობს „დორილტონ კეპიტალის“ თავმჯდომარე მეტიუ სავეჯი.

სავარაუდოდ, ახალი მფლობელის ხელში გადასვლა, „უილიამსის“ წლევანდელ შედეგებზე არ აისახება. მაგრამ გუნდს იმის საშუალება მიეცემა, რომ მომავალი სეზონისთვის, მანქანის მომზადებას მეტი რესურსი მოახმაროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118319