ფეხბურთი

22:17 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ „არსენალს“ პაპასტატოპულოსის თაობაზე ელაპარაკება

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა „არსენალის“ მცველით, სოკრატის პაპასტატოპულოსით დაინტერესდა - წერს თავისი ტვიტერის გვერდზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ზაფხულში იტალიური კლუბი დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და საკუთარ რიგებში ბერძენი ცენტრალური უკანახაზელის დამატება სურს. სკირას მტკიცებით, მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და ფეხბურთელი სამწლიან კონტრაქტს ითხოვს.

სოკრატისის მიმდინარე ხელშეკრულებას „მეთოფეებთან“ ვადა 2021 წლის ივნისში ეწურება.

0.114821