ფეხბურთი

17:03 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერში" კონტეს სავარაუდოდ ალეგრი შეცვლის

მილანის „ინტერი“ შესაძლოა მასიმილიანო ალეგრიმ ჩაიბაროს. ანტონიო კონტე დაკავებული პოსტის დატოვებას ხელმძღვანელობასთან განსხვავებული ხედვების გამო აპირებს. ეს ცნობა შეიძლება ორშაბთს დადასტურდეს.

მის მთავარ მემკვიდრედ კი ალეგრი სახელდება, რომელიც უკვე 1 წელია უმუშევარია. საინტერესოა, რომ მან კონტე 2014 წელს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა და მაშინ ეს ჯუზეპე მაროტას ინიციატივით მოხდა, რომელიც ახლა „ნერაძურიში“ მუშაობს.

კონტეს ხელმძღვანელობით „ინტერმა“ სეზონი უტიტულოდ დაასრულა, სერია A-ში მეორე ადგილზე გავიდა, ევროპა ლიგაზე კი ფინალში დამარცხდა.

რაც შეეხება ალეგრის, „კალიარიში“, „მილანსა“ და „იუვენტუსში“ უმუშავია. ტურინელებს ზედიზედ ხუთჯერ მოაგებინა სკუდეტო და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

0.113165