ფეხბურთი

15:37 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტვენტეს" მწვრთნელი: "აბურჯანია თუ გუნდში დარჩება, განვითარება შეუძლია"

ენსხედეს „ტვენტეს“ მთავარმა მწვრთნელმა რონ იანსმა განაცხადა, რომ გიორგი აბურჯანიას მომატება შეუძლია, მაგრამ გუნდში მისი დარჩენის საკითხი გადაწყვეტილი არაა.

საქმე ისაა, რომ აბურჯანია „ტვენტეში“ საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებს (ნიდერლანდური მედიის ცნობით, წელიწადში 400 ათას ევროზე მეტს) და კლუბისთვის მისი გადახდა რთულია, რის გამოც აბურჯანიას გაშვებას გეგმავენ.

„იცით, რომ გიორგი აბურჯანიასაც შეუძლია ძალიან მარტივად ფეხბურთის თამაში და თუ ის დარჩება, ნამდვილად შეუძლია განვითარება“, - თქვა იანსმა.

გიორგის შესახებ „ტვენტეს“ ტექნიკურმა დირექტორმა იან სტრეუერმაც ისაუბრა და თქვა, რომ ინტერესი ნამდვილად არსებობს:

„ნამდვილად არის ინტერესი, ასე რომ, არსებობს შანსი გუნდი დატოვოს. თუმცა, ამის გაკეთებას არ ვაიძულებთ. ამ ბიჭს შეუძლია ჩვენი დახმარება, მაგრამ ამავდროულად, ჩვენთვის საკმაოდ ძვირი ფეხბურთელია. 440 000 ევრო „ტვენტესთის“ ძალიან ბევრია“, - აღნიშნა სტრეუერმა.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანია „ტვენტეს“ შარშან ორწლიანი იჯარით „სევილიადან“ შეუერთდა და ერედივიზიონის გასულ სეზონში 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ქართველი ნახევარმცველი ჯერჯერობით გუნდშია და ახალი სეზონისთვის ემზადება, საკმაოდ ნაყოფიერედაც, რადგან სამ სპარინგში თავი ორი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.115715