ფეხბურთი

10:25 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კონტე "ინტერიდან" მიდის: "არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევ აქ ვიქნები"

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდიდან წასვლას აპირებს. ევროპა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს და გეგმებზე ესაუბროს. თავდაპირველად კონტემ "სევილიასთან" თამაში (2:3) შეაფასა და განაცხადა, რომ მეტოქემ გამოცდილების ხარჯზე მოიგო.

„რთული და დაბალანსებული თამაში იყო. მეორე ტაიმში ერთ ეპიზოდს შეეძლო ყველაფრის გადაწყვეტა, რამდენიმე საგოლე შანსი გვქონდა და ბოლოს რომელუს უიღბლო ეპიზოდი იყო, ამის შემდეგ ყველაფერი რთული გახდა. სინანული გარკვეულ მომენტამდე მიდის, ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მიჩვეულია ამ ტიპის მატჩებს, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და ფინალი რამდენჯერმე ითამაშს. საბოლოოდ, მატჩის ბედზე გავლენა ამან იქონია. ბევრი ჩვენგანისთვის ეს პირველი გამოცდილება იყო, ბევრმა ახალგაზრდამ კარგი დოზით მიიღო ფასეული გამოცდილება ასეთ ტურნირებში თამაშების გასაგრძელებლად. ფინალში თამაში დიდი გამოცდილებაა.

დაპირისპირება პრეზიდენტთან? ახლა რამდენიმე დღე დავისვენეთ და შემდეგ ცივ გონებაზე შევხვდებით, ეს სწორი იქნება. სეზონს და ყველაფერს გავაანალიზებთ ძალიან მშვიდი გზით. არ ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ სეზონშიც „ინტერის“ მწვრთნელი ვიქნები. ვეცდებით „ინტერის“ მომავალი დავგეგმოთ ჩემთან ერთად ან ჩემს გარეშე. მადლობას ვუხდი ყველას ამ შანსისთვის, ეს ღირდა.

მე ოჯახი მყავს, ფეხბურთი თუ უფრო პრიორიტეტულია, ამას უნდა მიხვდე. თუ ზოგიერთ სიტუაციას ოჯახზე გავლენა ექნება, ეს კარგი აღარ არის. ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმ ადამიანების, რომლებმაც საშუალება მომცეს, კარგი წელი და შესანიშნავი გზა გავიარე. თუმცა, ამავე დროს ძალიან მძიმე იყო. მე უკვე ვთქვი, რასაც ვფიქრობდი და უკან არ დავბრუნდები, თუ გუნდი გაუმჯობესდება, კარგი იქნება.

ყველაფრის მიუხედავად, ეს ღირდა, კონკრეტულად არაფრის თქმა მინდა, მხოლოდ მადლობას ვუხდი ამ გარემოს, რომელსაც ბევრი რამ მივეცი. მადლობას ვუხდი მაროტასა და აუზილიოსაც, რადგან მათ მე ამირჩიეს. არსებობს პირადი ცხოვრების რამდენიმე პუნქტი, რაც დაზარალდა და ეს კარგი არაა“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ინტერი“ ერთი წლის წინ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით მილანელები სერია A-ში მეორე ადგილზე გავიდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩნენ, იტალიის თასზე ნახევარფინალში გამოვარდნენ, ხოლო ევროპა ლიგაზე ფინალი წააგეს.

0.109336