ფეხბურთი

19:50 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკოს" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მონაკოს" ერთ-ერთი ფეხბურთელი კორონავირუსითაა დაინფიცირებული და იზოლირებულია. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ მოთამაშეს დაუდასტურდა კორონავირუსი.

საფრანგეთის ჩემპიონატი დღეს იწყება, ხოლო "მონაკოს" პირველი თამაში 23 აგვისტოს "რეიმსთან" ელის. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული კორონავირუსის შემთხვევა სამომავლო მატჩზე გავლენას მოახდენს თუ არა.

თეგებიმონაკო
0.122051