ფეხბურთი

16:27 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე სერჟ გნაბრი გამოარჩიეს

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად სერჟ გნბრი დასახელდა. მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, რომელიც „რეკორდმაისტერმა“ „ლიონის“ წინააღმდეგ ჩაატარა დუბლი გაიფორმა.

25 წლის გერმანელმა თანაგუნდელ რობერტ ლევანდოვსკის, ასევე პსჟ-ს ფეხბურთელებს - ანხელ დი მარიასა და ნეიმარს აჯობა.

შეგახსენებათ, ბაიერნმა „ლიონი“ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში 23 აგვისტოს, ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდება.

0.125681