ფეხბურთი

12:16 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ლაშა შერგელაშვილი დაიმატა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ლაშა შერგელაშვილი დაიმატა და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ზღვისპირელებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

შერგელაშვილს ქუთაისის „ტორპედოში“, „დინამო თბილისსა“ და „სამტრედიაში“ უთამაშია, შემდეგ კი ლატვიაში გადაბარგდა, სადაც „რიგასის“ წევრი იყო. ბოლოს ქართველი მცველი ბერძნული „იანინას“ ღირსებას იცავდა.

ლაშა შერგელაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7-ჯერ აქვს ნათამაშები. „დინამო ბათუმი“ კი 27 აგვისტოს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელში, ბეერ-შევას „ჰაპოელს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116993