ფეხბურთი

10:28 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ კლუბების რეიტინგი განაახლა: "ბაიერნმა" "რეალს" დიდი ხნის შემდეგ ლიდერობა დააკარგვინა

უეფამ საფეხბურთო კლუბების რეიტინგი განაახლა, რომელსაც ახალი ლიდერი ჰყავს - მიუნხენის „ბაიერნი“. გერმანულმა გიგანტმა 134.000 ქულა დააგროვა, ისევე როგორც მადრიდის „რეალმა“ და ესპანურ გუნდს პირველი პოზიცია წაართვა, რომელიც „სამეფო კლუბს“ დიდი ხანი ეკავა.

ქულების თანაფარდობის მიუხედავად, „ბაიერნი“ უპირატესობას ფლობს, რადგან მიმდინარე სეზონში საკუთარ მონაგარს 34 ქულა შემატა, მაშინ როდესაც „რეალმა“ მხოლო - 17.

ათეულში ესპანური გუნდები დომინანტობა იგრძნობა, რადგან 4 ლა ლიგას წარმოადგენს და აქედან სამი ოთხეულში იმყოფება.

1. „ბაიერნი“ (გერმანია) – 134.000 ქულა

2. „რეალი“ (ესპანეთი) – 134.000 ქულა

3. „ბარსელონა“ (ესპანეთი) – 128.000 ქულა

4. „ატლეტიკო“ (ესპანეთი) – 127.000 ქულა

5. „იუვენტუსი“ (იტალია) – 117.000 ქულა

6. „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) – 116.000 ქულა

7. „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი) – 113.00 ქულა

8. „სევილია“ (ესპანეთი) – 100.000 ქულა

9. „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – 100.000 ქულა

10. „ლივერპული“ (ინგლისი) – 99.000 ქულა

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპა ლიგის ფინალში „სევილია“ „ინტერს“ დაუპირისპირდება, ხოლო 23 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნი“ და „პარი სენ ჟერმენი“ ითამაშებენ.

0.119286