კალათბურთი

0:09 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანა" კვლავ დამარცხდა და ისევ ბითაძის გარეშე

NBA-ს პლეი-ოფში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „მაიამი ჰიტთან“ სერიის მეორე მატჩი ჩაატარა და ისევ დამარცხდა. ნეიტ მაკმილანის გუნდმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა ისევ ვერ გაუწია და პრაქტიკულად მთელი თამაშის მიმდინარეობისას აგებდა, შედეგად, 100:109 დამარცხდა.

ქართველ ცენტრს პირველი მატჩის მსგავსად მოედანზე გასვლის შესაძლებლობა კვლავ არ მისცემია და პლეი-ოფში მისი დებიუტი ისევ არ შედგა.

„მაიამის“ რიგებში საუკეთესო დევიდ რობინსონი იყო, რომელმაც 24 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ხოლო სლოვენიელმა გორან დრაგიჩმა 20 ქულა, 3 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. „ინდიანას“ რიგებს რაც შეეხება, ვიქტორ ოლადიპო გამოირჩა, რომელმაც 22 ქულას 1 მოხსნა და 4 პასი დაამატა.

ამრიგად, „მაიამი“ 2:0 დაწინაურდა, მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა და სერიის მესამე მატჩი 22 აგვისტოს გაიმართება.

0.114884