ფეხბურთი

11:51 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი: „გაგვიმართლა, რომ დასაწყისში გოლი არ გავუშვით“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ლიონთან“ გამარჯვების შემდეგ (3:0), „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„გაგვიმართლა, რომ დასაწყისში გოლი არ გავუშვით. შემდეგ კი ჩვენი დონე ვაჩვენეთ. ვცდილობდით, მეტოქე წნეხში მოგვექცია და რამდენიმე კარგი მომენტიც შევქმენით. გნაბრის კი ჩინებული დარტყმა გამოუვიდა მაშინ, როცა ეს საჭირო იყო.

გვიხარია, რომ ფინალში ვართ. მონდომებით ვმუშაობდით გადამწყვეტ მატჩში მოსახვედრად და ახლა გამარჯვება გვწყურია.“ - ციტირებს ნოიერის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11161