ავტოსპორტი

11:20 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის გუნდებმა თანხმობის ახალი ხელშეკრულება გააფორმეს

ფორმულა ერთის ათივე გუნდმა, თანხმობის ახალ კომერციულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც დაადასტურეს, რომ სპორტში 2025 წლამდე დარჩებიან. მიმდინარე შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც, გუნდები რბოლებში მონაწილეობენ და მოგებას ინაწილებენ, ამ სეზონის ბოლოს იწურება.

ფორმულა 1-მა და FIA-მ (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ) ერთობლივად განაცხადეს, რომ ახალი შეთანხმება სპორტს ხანგრძლივ სტაბილურობას შეუნარჩუნებს. რაც მთავარია, იმედი აქვთ, რომ გუნდების ფინანსური და სარბოლო შესაძლებლობები ახლანდელზე მეტად გათანაბრდება.

„მსოფლიოს უპრეცედენტო წელიწადო აქვს და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ფორმულა ერთი ამ თვეებში ახერხებს რბოლების უსაფრთხოდ ჩატარებას. ჩვენ წლის დასაწყისში განვაცხადეთ, პანდემიის გამო, ახალი შეთანხმების გაფორმებას ცოტა მეტი დრო დასჭირდებოდა. და ჩვენ გვიხარია, რომ აგვისტოსთვის ის უკვე ყველა გუნდისგან ხელმოწერილია“, - ამბობს ფორმულა ერთის თავმჯდომარე ჩიზ ქერი.

ფორმულა 1-ის სამმა ყველაზე ძველმა და წარმატებულმა გუნდმა - ფერარიმ, მაკლარენმა და უილიამსმა, კომერციულ უფლებათა მფლობელ კომპანია „ლიბერტი მედიასთან“ და FIA-სთან, ახალ შეთანხმებას ხელი პირველებმა მოაწერეს. დანარჩენმა შვიდმა გუნდმა ეს ოთხშაბათს გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11376