News

2:29 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "იმედგაცრუებულები ვართ, რადგან არ გაგვიმართლა"

ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთენლმა რუდი გარსიამ „ბაიერთან“ (0:3) მარცხის შემდეგ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, იმედგაცრუებულები არიან, რადგან მის გუნდს არ გაუმართლა.

„ჩვენ წინ უნდა გავსულიყავით, მაგრამ შემდეგ ისინი დაწინაურდნენ გნაბრის შესანიშნავი ინდივიდუალური ოსტატობით. უსამართლობის გრძნობა გვქონდა. მეორე ტაიმი უკეთ დავიწყეთ, კარლს (ტოკო ეკამბი - რედ) შეეძლო 2:1 გაეხადა ანგარიში, მაგრამ ნოიერმა „ბაიერნი“ გადაარჩინა. ვფიქრობ, რომ „ბაიერნი“ მთელი თამაში მშვიდად არ ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი განვლილი გზით, იმედგაცრუებულები ვართ. არ გაგვიმართლა, რადგან თამაშის დასაწყისში ორი შესანიშნავი შანსი გვქონდა“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 23 აგვისტოს, „პარი სენ ჟერმენს“ შეხვდება.

0.100178