ფეხბურთი

18:53 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც ადრე "დილაში" თამაშობდა

საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარმა „სამტრედიამ“ ბრაზილიელი შემტევი ნათან ჟუნიორი დაიმატა და კონტრაქტი ოფიციალურად გაუფორმა, რომლის დეტალები უცნობია.

31 წლის სამხრეთამერიკელი ქართველ გულშემატკივარს გორის „დილადან“ კარგად უნდა ახსოვდეს, რომლის ღირსებას 2012-2013 წლების სეზონში იცავდა 23 მატჩში 10 გოლის გატანაც შეძლო, მათ შორის ჰეთ-თრიქი სწორედ „სამტრედიასთან“ შეასრულა.

ნათან ჟუნიორს ავსტრიის ბუნდესლიგაში „კაპფენბერგერის“, ლატვიურ „სკონტოში“ უთამაშა, ეს სანამ „დილაში“ გაირჯებოდა, ხოლო საქართველოდან წასვლის შემდეგ რუსულ „სკა ხაბაროვსკში“, საუდის არაბეთის „ალ ფატეჰში“ და პორტუგალიურ გუნდებში, „ტონდელაში“, „პასუშ დე ფერეირასა“ და „ვიზეუში“ თამაშობდა. 2015-2016 წლების სეზონში პორტუგალიის მთავარ ლიგაში 13 გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128531