ფეხბურთი

13:57 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "იმედია, გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ ნამდვილი გუნდი ვართ"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „ლაიფციგთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა სტილს არ უღალატა და მაღალი დონის თამაში აჩვენა.

„წამითაც არ ვყოფილვარ მშვიდად, მაგრამ დაცვაში რაც გავაკეთეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. კარგი მონდომება, სულისკვეთება და ხარისხი ვაჩვენეთ. ერთგული ვიყავით ჩვენი სათამაშო სტილის, როდესაც ეს შესაძლებელი იყო, ვცდილობდით გაგვეკონტროლებინა სივრცეები და მათი კონტრშეტევები. ასევე გამოვიყენეთ დი მარიას, მბაპესა და ნეიმარის აჩქარებები.

დიდი ტაქტიკური ცვლილებები არ გაგვიკეთებია, ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს გამარჯვების, ერთად მუშაობის და მოთმინების სურვილი.

ფეხბურთი გულშემატკივრებისაა. ერთად გავედით ფინალში, ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ისინი ჩვენთან არიან და გვენდობიან. იმედი მაქვს, ისინი ხედავენ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენი“ ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 23 აგვისტოს, ფრანგული გუნდი „ბაიერნი“ – „ლიონის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

0.115108