ავტოსპორტი

3:01 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა ესპანეთში რბოლისას 3 კილოგრამი დაიკლო

ვალტერი ბოტასი ამბობს, რომ რაც გუნდმა თეთრი კომბინეზონები შავით შეცვალა, მისი მანქანის კოკპიტში ძალიან დაცხა. „მერსედესი“ ამ სეზონისთვისაც თეთრი კომბინეზონებით გამოსვლას გეგმავდა, მაგრამ რასიზმთან ბრძოლის სიმბოლოდ, შავ ფორმაზე გადავიდა.

ბიტვესტის seed (ტაბიასგან)

ბარსელონაში რბოლისას, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსი იყო, ასფალტისა კი 50 გრადუსს აღწევდა. რბოლისას სიცხით შეღონებულმა ბოტასმა, თავის გუნდს მიმართა: „ეს შავი ფორმა საშინლად ცხელია“.

ფინელი მრბოლი ამბობს, რომ შავი ფორმა მეტ სითბოს შთანთქავს, რაც რბოლისას მას დიდ დისკომფორტს უქმნის. განსაკუთრებით ისეთ სიცხეში, როგორიც ბარსელონაში იყო. „მანქანაში ძალიან ცხელოდა. კოკპიტში ყოველთვის ცხელა, მაგრამ შავი ფორმის გამო, ამ სეზონში სიცხე კიდევ უფრო აუტანელია“, - ამბობს „მერსედესის“ პილოტი.

„მე არ ვიცი, შავი და თეთრი ფორმის შთანთქმის უნარი რიცხვებში როგორ აისახება, მაგრამ გარწმუნებთ, წელს მანქანაში გაცილებით ცხელა. გარდა ამისა, ახალი ჰომოლოგაციის შესაბამისად, კომბინეზონიც და შიდა ფორმაც უფრო სქელია. ამიტომ არ ვიცი, რა უფრო მეტად მოქმედებს. საშინლად ცხელოდა. დარწმუნებული ვარ, თეთრი ფორმა უფრო გრილი იქნებოდა“, - დასძენს ბოტასი, ვისი თქმითაც, რბოლისას სამი კილოგრამი დაიკლო, „რაც მეტისმეტად ბევრია“ და ამას შედეგზე ზემოქმედება შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100786