ფეხბურთი

21:26 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ ეგბო: "აქ არამარტო სათამაშოდ, არამედ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ვართ"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ჩემპიონ "ტირანას" დაუპირისპირდება. ალბანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ემანუელ ეგბომ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული თამაშის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, „დინამოსთვის“ სახლში თამაში უპირატესობა. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ საორგანიზაციო საკითხებს, რომელიც რთული მოსაგვარებელი იყო. რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ გამარჯვებითვის. ჩვენი გუნდის პრეზიდენტის სიტყვები არასწორად იქნა ინტერპეტირებული. მან იგულისხმა ის, რომ „დინამო“ იმავე კალათაში იყო, სადაც „ასტანა“ და „ყარაბაღი“, რომლებიც უფრო გამოცდილი გუნდები არიან. სწორედ ამიტომ გაუხარდა „დინამოსთან“ თამაში, რომელიც ჩვენი დონის გუნდია.

საქართველოში 17 წლის წინ ვიყავი და არამარტო ფეხბურთით, არამედ ქალაქიც უფრო განვითარებულია. დამთხვევაა, რომ მაშინაც თამაში უმაყურებლოდ გაიმართა და ახლაც ასე იქნება. არ ვიცი, ისევ ჩვენ გავალთ თუ არა შემდეგ ეტაპზე, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ აქ მხოლოდ სათამაშოდ არ ვართ ჩამოსული და გვინდა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

„დინამოს“ პლიუსებზე და მინუსებზე ვერ ვისაუბრებ. ჩემი შთაბეჭდილებით აგრესიული გუნდია, რომელიც თავდადებით თამაშობს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. მეტოქეს მცირე უპირატესობა აქვს იმ მხრივ, რომ საქართველოში სეზონი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთან ცოტა ხნის დასრულდა და ფორმაში ვართ. შანსი თანაბარია და ჩემი ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ, დანარჩენს თამაში გამოაჩენს“, - თქვა ეგბომ.

ნიგერიელ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე ფეხბურთელი, გენტიან მუჩა ახლდა:

„რთული პერიოდი იყო, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. განსაკუთრებით გაგვიჭირდა ვარჯიშების დაწყება, უფრო მენტალურად, მაგრამ ახლა მზად ვართ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად“, - განაცხადა მუჩამ.

საინტერესოა, რომ ემანუელ ეგბო ფეხბურთელობისას "ტირანას" კარს იცავდა და ნიგერიელმა 2003-2004 წლების სეზონში "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშა. მაშინ ალბანელებმა ქართული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს (3:0, 0:3, პენ 2:4).

შეგახსენებთ, "დინამო თბილისი" - "ტირანას" მატჩი 19 აგვისტოს, 21:00 საათზე "დინამო არენაზე" უმაყურებლოდ გაიმართება. წყვილში გამარჯვებული კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასა" და გიბრალტარის "ევროპას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115484