ფეხბურთი

14:23 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი მწვრთნელი არასოდეს გახდება

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობას არ აპირებს.

„მწვრთნელი არასოდეს გავხდები და ამის მთავარი მიზეზი მენტალური და ფსიქოლოგიური სტრესია. ყველა მწვრთნელი გუნდში თავისი ბუნებრივი თმის ფერით მიდის, სამი წლის შემდეგ კი ჭაღარავდებიან.“ - ციტირებს იგუაინის სიტყვებს Goal.com.

გასულ სეზონში, 32 წლის არგენტინელმა შემტევმა, „იუვენტუსის“ მაისურით, სერია А-ში, 32 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113518