ავტოსპორტი

2:45 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა ორი წრე გახსნილი ღვედებით გაიარა

ესპანეთის დიდი პრიზის შემდეგ, „ფერარის“ მონაკოელმა მრბოლმა შარლ ლეკლერმა განცხადა, რომ რბოლიდან გამოთიშვამდე ბოლო ორი წრე, გახსნილი ღვედებით გაიარა.

ლეკლერმა ყვითელ კერბზე გავლისას, მანქანაზე კონტროლი დაკარგა და დატრიალდა. ამ დროს, ძრავი გაითიშა და პილოტმა მისი გაშვება ვეღარ შეძლო. ის მანქანიდან ამოსვლას აპირებდა და ღვედები გახსნა, მაგრამ ამ დროს ძრავი ისევ ამუშავდა და მანაც გზის გაგრძელება გადაწყვიტა.

ლეკლერი ფიქრობს, რომ კერბზე გავლისას ელექტრონიკა გაითიშა, რამაც ძრავი გააჩერა და უკანა ბორბლები დაბლოკა. მისი თქმით, გათიშვის მიზეზი ჯერ გუნდსაც არ დაუდგენია. რბოლაში დაბრუნებულს, ღვედების დამოუკიდებლად შეკვრა არ შეეძლო.

„ძრავის ჩართვა ვცადე, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ამიტომ ღვედები გავხსენი და მანქანიდან ამოსვლა დავაპირე, მაგრამ რადიოთი მთხოვეს, რომ ძრავის ჩართვა ერთხელაც მეცადა. ამჯერად ძრავი ჩაირთო და გზა გავაგრძელე, მაგრამ რამდენადაც ღვედები გახსნილი იყო, უნდა გავჩერებულიყავი“, - ყვება ლეკლერი.

მან ძრავის ჩართვისთანავე უთხრა გუნდს, რომ ბოქსში შესვლას აპირებდა, მაგრამ უთხრეს, რომ ძრავი გამართულად მუშაობდა და გზა გააგრძელა. მერე კი მათ შეატყობინა, რომ ღვედები გახსნილი ჰქონდა: „დარწმუნებული ვარ, არავის სურს, რომ ღვედების გარეშე გავაგრძელო რბოლა“, - თქვა რადიოში. მაგრამ ამ დროს, პიტლაინზე შესასვლელს უკვე გაცდენილი იყო.

საბოლოოდ, გუნდმა მისი გაჩერება გადაწყიტა.

0.115071