ფეხბურთი

0:39 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანი: "ბენფიკასთან" მოლაპარაკებები არის, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია"

ედინსონ კავანიმ თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ურუგვაელმა დაადასტურა, რომ ლისაბონის „ბენფიკასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

„კონტაქტი შედგა „ბენფიკასთან“ და სხვა კლუბებთან, მაგრამ ჯერ საბოლოო არაფერია, შესაამისად არ შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს დახურული შეთანხმება. როდესაც ყველაფერი დადასტურდება კონკრეტულ გუნდთან დაკავშირებით, ყველა გაიგებთ.

„ბენფიკა“ დიდი გუნდია, რეგულარულად თამაშობს ევროტურნირებს და წარსულში არაერთ ურუგვაელს უთამაშია. მინდა ისეთ გუნდში ვითამაში, სადაც ბედნიერი ვიქნები“, - თქვა კავანიმ.

შეგახსენებთ, ედინსონ კავანის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.

0.15061