ფეხბურთი

20:12 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა პეპ გვარდიოლას სრულ ნდობას უცხადებს და მისი გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

The Telegraph-ის ცნობით, „ქალაქელები“ პეპთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც კი აპირებენ, რომელიც 2021 წლის 30 ივნისს იწურება. გარდა ამისა, იგეგმება შემადგენლობის გაძლიერება გვარდიოლას სურვილისამებრ.

ესპანელი „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან მუშაობს და იმის მიუხედავად, რომ 800 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა ტრანსფრებში, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს ზედიზედ მესამედ სამჯერ გამოეთიშა, ხოლო ერთხელ მერვედფინალში.

სამაგიეროდ, გვარდიოლას მოღვაწეობა წარმატებულია ინგლისის მასშტაბით, სადაც ორჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, თითოჯერ კი ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო.

0.11045