ფეხბურთი

18:47 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო ალკანტარა კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარა „ლივერპულს“ საბოლოოდ შეუთანხმდა და კარიერიას ინგლისში გააგრძელებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ესპანელმა „წითლებთან“ 4-წლიანი პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმდა და მიუნხენში თანაგუნდელებს უკვე აცნობა, რომ „ენფილდ როუდზე“ მიდის. მან ლივერპულში სახლიც იპოვა.

თუმცა, ჯერ კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება მაინც არაა მიღწეული. გერმანელები ტრანსფერში 30 მილიონ ევროს ითხოვენ და მხარეებს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს.

29 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონში „რეკორდმაისტერის“ ღირსება 38 მატჩში დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119661