ფეხბურთი

11:59 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩავის, მესის და ინიესტას წყალობით ვიგებდი? აბსოლუტურად გეთანხმებით"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ბარსელონაში“ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და განაცხადა, ეს ფეხბურთელების დამსახურება იყო.

კერძოდ, პეპს ჰკითხეს, იყო თუ არა, კატალონურ გრანდში წარმატებით მუშაობის მთავარი მიზეზი ის, რომ გუნდში ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ჰყავდა... ესპანელის განცხადებით, ასე იყო.

„აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, როდესაც „ბარსელონაში“ ვიყავი, ყოველთვის ვამბობდი, რომ გამარჯვება ამ წარმოუდგენელი ფეხბურთელების დამსახურება იყო. თუმცა მიუნხენშიც მქონდა წარმატებები, მანჩესტერშიც მაქვს, მაგრამ „ბარსელონაში“ გამიმართლა, ვეთანხმები ამ მოსაზრებას“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2011 წელს მოიგო, მას შემდეგ პეპის მაქსიმუმი ნახევარფინალია, რომელსაც ბოლოს 2016 წელს უწია.

0.150212