ფეხბურთი

2:32 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ერთხელაც ნახევარფინალში გავალთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ლიონთან“ (1:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელის განცხადებით, მისმა გუნდმა შეცდომები გადამწყვეტ მომენტში დაუშვა და ამიტომ წააგო.

„ერთ დღესაც ამ უფსკრულს დავარღვევთ და ნახევარფინალში გავალთ. პირველ 20-25 წუთში გაგვიჭირდა შეტევაში სივრცეების პოვნა. მეორე ტაიმი კარგი იყო, თამაშში ვიყავით, ვგრძნობდი, რომ უკეთესი გუნდი ვიყავით, თუმცა ამ ტურნირზე იდეალური უნდა იყო. ბევრი კარგი გავაკეთეთ, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა, შეცდომები გადამწყვეტ მომენტებში დავუშვით, გვიჭირდა შეტევაში სივრცეების პოვნა.

სტერლინგის მომენტი? იმ მომენტში უნდა გაგვეთანაბრებინა და დამატებით დროში გადავსულიყავით, მაგრამ მესამე გავუშვით და ყველაფერი დამთავრდა. გვქონდა მეტი მომენტი და მეტი დარტყმა. ბოლო წლებში გუნდმა დაიმსახურა ნახევარფინალი და ალბათ ერთ დღეს ამ ბარიერს გადავლახავთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან წვრთნის. ამ ოთხ სეზონში „სიტი“ ერთხელ მერვედფინალიდან, სამჯერ კი მეოთხედფინალიდან გავარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112009