ფეხბურთი

11:31 | 15.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "ყურადღება შემდეგ მატჩზე უნდა გავამხვილოთ, რომელიც ნულიდან დაიწყება"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი „ბარსელონასთან“ (8:2) ისტორიული გამარჯვებით კმაყოფილი იყო, მაგრამ მომდევნო მატჩზე ფიკუსირება თავის გუნდს უკვე მოთხოვა.

„ვიცოდით, რომ თუ „ბარსაზე“ ზეწოლას მოვახდენდით, შანსი გვექნებოდა. „ბაიერნის“ ხარისხი და ინტენსივობა ძალიან კარგია. ახლა ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ენერგია და ყურადღება გავამხვილოთ შემდეგ თამაშზე, სადაც ყველაფერი ნულიდან დაიწყება.

მიულერი დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ის ჩვენს პრესინგს აკონტროლებდა, თუმცა მინდა მთელ გუნდს ვუთხრა კომპლიმენტი 90 წუთის განმავლობაში ასეთი ინტენსივობის შენარჩუნებისთვის“, - აღნიშნა ფლიკმა.

აქვე გეტყვით, რომ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე საწყისი ექვსივე მატჩი მოიგო და 26(!) გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113271