ფეხბურთი

10:52 | 15.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესის და რონალდუს გარეშე პირველად 2005 წლის შემდეგ: რა დაუტოვა ისტორიას "ბაიერნი" - "ბარსას" მატჩმა?

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ბარსელონა“ 8:2 დაამარცხა და ეს მატჩი ისტორიას შემორჩა, დიდი ხანი არ დაივიწყებენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ.

ერთმა მატჩმა არაერთი საინტერესო ფაქტისა და მოვლენის მომსწრენი გაგვახადა. მაგალითად, „ბაიერნი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 8 გოლი გაიტანა და 2005 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ვერ ვნახავთ...

15 – ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არც კრიშტიანუ რონალდუ და არც ლიონელ მესი არ იქნება. ბოლოს მსგავსი ფაქტი 2004-2005 წლების სეზონში დაფიქსირდა, მას შემდეგ ორივე ან ერთ-ერთი მაინც ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშობდა.

26 – „ბაიერნმა“ ჰანს-დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის პირველ ექვს მატჩში 26 გოლი გაიტანა - მინიმუმ 5-ით მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა მწვრთნელის საწყის ექვს მატჩში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

6 – „ბარსელონამ“ 6 ბურთის სხვაობით 1951 წლის შემდეგ პირველად წააგო. მაშინ „ბარსამ“ დერბი „ესპანიოლთან“ 0:6 დათმო.

50 - რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე გოლი გაიტანა მე-60 თამაშში. მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს ერთ გუნდში უფრო სწრაფად 50 გოლი გატანილი („რეალში“ 50 მატჩში).

8 – „ბაიერნი“ პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფში 8 გოლი გაიტანა.

8 - რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 8 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

7 – „ბარსელონამ“ თამაშში მინიმუმ 7 გოლი 1949 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

2015 - ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგაზე „კამპ ნოუს“ მიღმა გოლი 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. ბოლოს ეს „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომასთან“ ჰქონდა გაკეთებული ურუგვაელს უშედეგო 1952 წუთი და 69 დარტყმა დაუგროვდა.

4 – „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ტაიმში 4 გოლი პირველად გაუშვა.

6 - ტომას მიულერმა „ბარსელონას“ მეექვსე გოლი გაუტანა და ანდრეი შევჩენკოს შედეგი გააუმჯობესა. „ბარსას“ კარში ჩემპიონთა ლიგაზე ამაზე არავის გაუტანია.

113 - ტომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე 113-ე თამაში ჩაატარა, ფილიპ ლამს გადაასწრო და გერმანელებს შორის პირველია.

29 – „ბარსელონას“ საშუალო ასაკი „ბაიერნთან“ მატჩში 29 წელი და 329 დღე იყო. ეს კატალონელთა ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობა იყო ჩემპიონთა ლიგაზე.

0 – 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ესპანური გუნდი ვერ გავიდა. 21-ე საუკუნეში ასეთი რამ სულ მესამედ მოხდა.

3 - პირველად მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთი ქვეყნის სამი წარმომადგენელი მწვრთნელი იქნება - ჰანსი ფლიკი, ტომას ტუხელი და იულიან ნაგელსმანი (გერმანია).

8 – „ბარსელონამ“ ერთ მატჩში 8 გოლი 1946 წლის შემდეგ პირველად გაუშვა (0:8 „სევილიასთან“).

4 – „ბარსელონამ“ 31 წუთში 4 გოლი გაუშვა და ამაზე მოკლე დროში ბოლოს 1951 წელს „რეალთან“ აქვს 4 გოლი მიღებული (29 წუთში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114771