ფეხბურთი

22:16 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" ბელარაბის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

30 წლის შემტევმა ქარიმ ბელარაბიმ "ლევერკუზენთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2023 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბელარაბი "ბაიერმა" "ბრაუნშვაიგიდან" 2011 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მას შემდეგ ქარიმმა "ლევერკუზენი" რიგებში 229 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 50 გოლი და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116125