ფეხბურთი

20:27 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჯორდან ჰენდერსონი დაასახელეს

ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად "ლივერპულის" გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჰენდერსონს კონკურენციას სადიო მანე და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი უწევდნენ.

ჰენდერსონმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში ჰენდერსონი "მერსისაიდელებს" ინგლისის ჩემპიონობაში დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112632