ფეხბურთი

21:22 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდეში: "ევროპა ლიგის მოგება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანია"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა განაცხადა, რომ ევროპა ლიგის მოგება გუნდს თავდაჯერებულობას შემატებს და მომავალში ევროპა ლიგის ტიტული უფრო მეტ წარმატებას მოიტანს.

"ვფიქრობ, ევროპა ლიგის მოგება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანია, რადგან მოთამაშეებმა უნდა გაიგონ რას ნიშნავს ტიტულის მოპოვება კლუბისთვის. ეს ასევე მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელისთვის, რადგან კარგი თამაშის გამო ვიმსახურებთ. თუ წელს ტიტულით დავასრულებთ ეს არ იქნება წარმატებული სეზონი, მაგრამ შეგვეძლება სათამაშო წელს კარგი ვუწოდოთ. "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა დაბრუნდეს, მოიგოს რამდენიმე ტურნირი და უნდა იბრძოლოს პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებას. კარგი დასასრული შემდეგი სეზონის კარგი დასაწყისი იქნება." - განუცხადა ფერნანდეშმა Sky Sports-ს.

ევროპა ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "სევილიას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 16 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.117792