ფეხბურთი

11:29 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "ნორმალურია, რომ ახლა უფრო მეტი გვინდა"

„ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. ის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა (33 წლის), რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.

მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა:

„პირველ ტაიმში ბევრი შანსი არ გვქონია, მაგრამ თავი ძალიან კარგად დავიცავით. „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მოედნის ბოლო მონაკვეთში ბევრი შანსის შექმნა შეუძლებელია. ნორმალურია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის მერე უფრო მეტი გინდა, ახლა ბედნიერები ვართ, მაგრამ ყურადღებას უკვე პსჟ-ზე გავამახვილებთ. წინ კიდევ ერთი რთული თამაშია, თუმცა გეგმა გვექნება“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, „ლაიფციგისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარფინალური მატჩი 18 აგვისტოს გაიმართება.

0.112487