ფეხბურთი

21:22 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "მინდა "ბარსელონაში" ჩემთან ერთად პუიოლმა იმუშაოს"

ყატარული „ალ-სადის“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ისევ არ უარყოფს, რომ მომავალში მშობლიურ „ბარსელონაში“ დაბრუნება მისი მთავარი მიზანია. უფრო მეტიც, ჩავიმ ესპანურ მედიასთან ისიც თქვა, რომ სამწვრთნელო შტაბში ხორდი კრუიფისა და კარლეს პუიოლის ხილვა უნდა.

„ჩემთვის „ბარსელონას“ მწვრთნელობა პრივილეგია იქნება. მინდა გუნდში დრიმ თიმი მყავდეს, ხორდი კრუიფი, პუიოლი და ბოლო პერიოდის რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი. მინდა მნიშვნელოვანი გუნდი იმ ადამიანებისგან შევქმნა, რომელთაც კლუბი უყვართ, ვის მიმართაც ნდობა მექნება და ჩემი ერთგულები იქნებიან.

სეტიენი? მას დიდ პატივს ვცემ, მისი სტილი ძალიან ახლოსაა იმასთან, რაც „ბარსელონას“ სჭირდება, ეს „კრუიფიზმია“, მაგრამ ერთია სტილი, მეორე - შედეგი. მესის რაც შეეხება, ის „ბარსელონას“ სჭირდება და მას „ბარსელონა“ სჭირდება, ერთად უფრო მეტ ტიტულს მოიგებენ. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გუნდში ყოლა ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის ყოველთვის ტუზი გყავს“, - განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, ჩავის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხშირად უკავშირებენ, იანვარში კი საკმარისი გამოცდილების არქონის გამო წინადადებაზე უარი თავად თქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103752