ფეხბურთი

20:21 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" მატუიდის კონტრაქტი გაუწყვიტა

ვეტერანი ფრანგი ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი კარიერას ამერიკაში, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. „იუვენტუსმა“ 33 წლის ფეხბურთელს ვადაზე ადრე (ერთი წლით ადრე) კონტრაქტი ოფიციალურად გაუწყვიტა.

შესაბამისად მატუიდიმ „იუვე“ უკვე დატოვა. ტურინულ გრანდში ბლეზი 2017 წელს პსჟ-დან გადავიდა და 133 მატჩში 8 გოლთან ერთად 5 საგოლე პასი გააკეთა. ამ პერიოდში ის სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითოჯერ კი იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

„იუვენტუსის“ ოჯახის წევრი ვიყავი და ეს ოცნების ახდენა იყო, დიდი პატივი. ვიპოვე შესანიშნავი კომპანია და თანაგუნდელები, რომლებიც ჩემთვის უფრო მეტი გახდნენ. ყოველთვის თქვენი პირველი გულშემატკივარი ვიქნები, უფრო სწორად 14 ნომერი შავ-თეთრი გულით. დიდი მადლობა“, - დაწერა მატუიდიმ.

როგორც უკვე გითხარით, ფრანგი „ინტერ მაიმიში“ ითამაშებს, რომლის მფლობელი დევიდ ბექჰემია. ინგლისელი და მატუიდი ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან „პარი სენ ჟერმენში“ თანაგუნდელები იყვნენ.

0.10139