ფეხბურთი

18:32 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბილბაოში" კორონავირუსით 6 ადამიანი დაინფიცირდა, ერთ-ერთი გუნდის მთავარი ვარსკვლავია

ესპანურ ფეხბურთში კორონავირუსი დაბრუნდა, ამის თქმა უკვე გადაჭრით შეიძლება... „ატლეტიკოში“ (ორი), „ბარსელონასა“ (ერთი) და „ვალენსიაში“ (ორი) გამოვლენილი შემთხვევების შემდეგ დაინფიცირების 6 შემთხვევა ბილბაოს „ატლეტიკმაც“ დაადასტურა.

„ატლეტიკ ბილბაოს“ ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა პერსონალთან ერთად გაიარეს სავალდებულო ტესტირება, რომელიც დადგენილია ლა ლიგის პროტოკოლით. დადებითია 6 პასუხი და ისინი იზოლირებულნი არიან სახლებში, ხოლო კვირას განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ“, - წერს ბასკური გუნდი საკუთარ ვებგვერდზე.

ყველა დაინფიცირებულის ვინაობა უცნობია, მაგრამ ერთ-ერთი „ბილბაოს“ ლიდერი ინიაკი უილიამსია, რომელმაც ცნობა ტვიტერში დაადასტურა:

„დღეს ტესტზე დადებითი პასუხი მივიღე. უსიმპტომო ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. სახლში იზოლირებული ვიქნები, სანამ ვირუსი არ დამარცხდება. ველოდები, რომ გუნდს პრესეზონისთვის მალე შევეუერთდები“, - დაწერა ინიაკიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125581