ფეხბურთი

17:05 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუა სალონიკში 13 აგვისტოს ჩავა

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველის ნიკა ნინუას სალონიკის პაოკ-ში ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა და მას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.

ბერძნული მედიის ცნობით, ნიკა სალონიკში ხვალ (13 აგვისტოს) შუადღით ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. ამრიგად, მიმდინარე ზაფხულს შტეფან შვაბის მერე სალონიკელთა მეორე ახალწვეული იქნება.

პაოკ-ი შარშან საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბეშიქთაშს“ შეხვდება. სწორედ სტამბოლელებს უკავშრებდნენ ნიკას დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ თურქებმა ბოლო მომენტში აქცენტი გამოცდილ ფეხბურთელებზე გააკეთეს.

ნინუა გასულ სეზონში ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მიმდინარე სეზონში კი სატრანსფერო საგიდან გამომდინარე მხოლოდ ორჯერ ითამაშა (1 გოლი) და რესტარტის შემდეგ მოედანზე არ გასულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111293