ფეხბურთი

19:26 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

იოსიპ ბრეკალო კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს

„ნაპოლი“ და „ვოლფსბურგი“ ხორვატი შემტევის, იოსიპ ბრეკალოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. იტალიური გუნდი მზადაა ფეხბურთელში 23 მილიონი ევრო და ბონუსები გადაიხადოს. ბრეკალო ხოსე კალეხონის შემცვლელად მოიაზრება, რომელმაც გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

22 წლის ფეხბურთელი „ვოლფსბურგში“ 2016 წელს ზაგრების „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ გადავიდა და მას გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში "ვოლფსბურგის" რიგებში ხორვატი შემტევის ანგარიშზე 41 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112115