ფეხბურთი

14:45 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს

კატალონიის „ბარსელონას“ ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, დაინფიცირებული ერთ-ერთია იმ 9 მოთამაშიდან, რომლებმაც პრესეზონი დაიწყეს და არცერთ მათგანს კომუნიკაცია არ ჰქონია ლისაბონში მყოფ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებიან.

პედრი, ტრინკაო, მათეუს პერეირა, რაფინია ალკანტარა, კარლეს ალენია, ჟან-კლერ ტოდიბო, მუსა ვაგე, მირანდა და ორიოლ ბუსკეტსი - მათგან ერთ-ერთს აქვს ვირუსი და არცერთი ლისაბონში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება. კორონავირუსის შემთხვევები „ბარსელონამდე“ მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ვალენსიაში“ გამოვლინდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113507