თამაშგარე

13:44 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი მაგუაირი ოჯახმა შეცვალა

ბრიტანელი მობურთალი ჰარი მაგუაირი მას შემდეგ რაც ოჯახს მოეკიდა, სულ უფრო ნაკლებად ჩნდება საზოგადოებაში. ლაპარაკი არ არის დისკოთეკებსა და ფეშენ-ბარებზე, რისი ხშირი სტუმარიც გახლდათ და მისი ნახვა ასეთ ადგილზე უფრო იყო შესაძლებელი, ვიდრე რესტორანში ან ბიბლიოთეკაში.

ცოტა ხნის წინ ჰარისა და მის მეუღლეს, ხელობით ფიზიოთერაპევტ ფერნი ჰოუკინსს შვილი შეეძინათ და ამ მეტად მნიშვნელოვანი ამბის აღსანიშნავად, წყვილმა კანონის წინაშე შეერთება გადაწყვიტა და როგორც ჩვენში იტყვიან, “ვიწრო წრეში“ ოფიციალურად მოაწერეს ხელი.

აღსანიშნავია, რომ ჰარიმ და ფერნიმ ერთმანეთი გვარიანი ხნის წინ, 2011 წელს გაიცნეს და აქამდე გულისსწორთა სტატუსითაც მშვენივრად ცხოვრობდნენ. შვილმა კი როგორც ჩანს ყველაფერი შეცვალა და ისეთი თავღია ჯეელსაც კი შეუცვალა განწყობები, როგორიც ჩვენი ჰარი მაგუაირი გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120157