ფეხბურთი

11:53 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ისტორიაში "რენი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

ფრანგულმა „რენმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ისტორიაში პირველად. ამაშინ შავ-წითლებს ევროპა ლიგის მონაწილე გუნდები დაეხმარნენ.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ნახევარფინალში „მანჩესტერი“, „ინტერი“, „შახტარი“ და „სევილია“ გავიდნენ, ლიგა 1-ის გასული სეზონის მესამე ადგილოსან „რენს“ ჯგუფში ადგილი ერგო.

უეფას დებულებით, თუ ევროპა ლიგას ის გუნდი მოიგებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზური საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატიდან მოპოვებული აქვს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უეფას რანგით მეხუთე ჩემპიონატის (ამ შემთხვევაში ლიგა 1) მესამე ადგილის მფლობელი ხვდება.

ევროპა ლიგაზე შემორჩენილ ოთხივე გუნდს კი ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოპოვებული აქვს და „რენის“ საკითხიც გაოფიციალურდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114342