ფეხბურთი

2:24 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინმა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მსაჯი დაასახელა, სლუცკი ძალიან გააბრაზეს

რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ყაზანის „რუბინმა“ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 0:2 წააგო და მატჩი სკანდალური გამოდგა. ყოველშემთხვევაში მასპინძლები მთავარი მსაჯის, სერგეი ივანოვის მოქმედებებით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ.

23-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგისა და პასის შემდეგ იგნატიევი მეკარე გილერმესთან პირისპირ დარჩა და მასთან შეჯახების შედეგად დაეცა. ივანოვმა პენალტი არ დანიშნა, რამაც ყაზანელთა გაღიზიანება გამოიწვია. ამ შეტევის შემდეგ კი „ლოკომ“ მეორე გოლი გაიტანა და თამაშის ბედი გადაწყვიტა. მეორე ტაიმში ისინი მაცეი რიბუსის გაძევებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. სამაგიეროდ, გააძევეს სელვიე ბეგიჩი და ლეონიდ სლუცკი (პროტესტისთვის). რუსმა მწვრთნელმა მსაჯებზე ხმამაღლა ისაუბრა:

„ეს სირცხვილია, ჩვენ მათ იდიოტები ვგონივართ. ყველა ეპიზოდს ისე წყვეტენ, როგორც უნდათ. გასაგებია, რომ ჩვენ ბევრი გულშემატკივარი არ გვყავს, მაგრამ ფეხბურთი ყველასია. VAR-ს ზოგჯერ იყენებენ, ზოგჯერ არა. პენალტი არ დანიშნა, თუ წესები შეიცვალა, გვაცნობეთ და გავიგებთ“, - ეს ამონარიდია სლუცკის ვრცელი კრიტიკიდან.

საინტერესოა, რომ „რუბინის“ ვებგვერდი ყოველი მატჩის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. ამჯერად ეს პატივი მთავარ მსაჯ სერგეი ივანოვს ერგო, რომელიც „ლოკომოტივის“ ფორმაში შემოსეს...

შეგახსენებთ, ამავე მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ 73-ე წუთამდე ითამაშა და შემდეგ ადგილი ზურიკო დავითაშვილს დაუთმო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130047