ფეხბურთი

23:22 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის დებიუტი გადაიდო, კვარაცხელიას "რუბინმა" სეზონი წაგებით დაიწყო

რუსეთის პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონი დაიწყო და ყველაზე მეტად „ქართული“ გუნდები დამარცხდნენ. „რუბინი“ მოსკოვის „ლოკომოტივთან“, „როტორი“ – „ზენიტთან“.

„რუბინის“ რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ 73 წუთი ითამაშა, საკმაოდ აქტიური იყო, ერთხელ შესანიშნავი დრიბლინგიც შეასრულა, მაგრამ თანაგუნდელმა გარჯა ვერ დაუფასა. ხვიჩას ნაცვლად მინდორზე ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა, ხოლო „რკინიგზელთა“ რიგებში სოლომონ კვირკველია 90 წუთი სათადარიგო სკამზე იჯდა. მატჩი მოსკოველებმა 2:0 მოიგეს. მომდევნო ტურში „ლოკომოტივი“ „კრასნოდარს“, ხოლო „რუბინი“ „ურალს“ უმასპინძლებს (ორივე მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება).

პრემიერლიგაში დაბრუნებული „როტორი“ მოქმედ ჩემპიონ „ზენიტს“ დაუხვდა და ასევე 0:2 წააგო. მხოლოდ ბექა მიქელთაძემ ითამაშა ვოლგოგრადელთა რიგებში და ისიც ბოლო 8 წუთი. ნიკა ყიფიანი განაცხადში არ იყო, ისევე როგორც ჯანო ანანიძე, რომელიც ჯერ სათამაშოდ მზად არაა. „როტორი“ მომდევნო ტურში 15 აგვისტოს, მოსკოვის „დინამოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105018