ფეხბურთი

20:38 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ მილანში სახლი "ინტერის" ოფისის გვერდით იყიდა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მილანში სახლი იყიდა, „ინტერის“ ოფისის გვერდით, პორტა ნოვას რაიონში.

რას უნდა ნიშნავდეს ეს? შესაძლოა უბრალო დამთხვევაა, მაგრამ უკვე დიდი ხანია არგენტინელ ვარსკვლავს „ინტერს“ უკავშირებენ და ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება.

ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული ინფორმაცია ლიონელის „ინტერში“ შესაძლო გადასვლაზე არ ვრცელდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მილანში პენტჰაუსი შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ მატჩისთვის ემზადება და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114592