ფეხბურთი

13:20 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: „ამ სეზონში მესამედ გავედით ნახევარფინალში და ახლა ფინალში მოხვედრა გვინდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, „კოპენჰაგენთან“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ (1:0), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ამ სეზონში უკვე მესამედ გავედით ნახევარფინალში. ამ ეტაპს ვუწიეთ ყველა ტურნირში, რომლებშიც ვმონაწილეობდით.

დღეს შესანიშნავად ითამაშა „კოპენჰაგენის“ მეკარემ (კარლ-იუჰან იუნსონი), ორჯერაც ძელს მოვარტყით ბურთი.

ნახევარფინალი? ყველა შემთხვევაში შესანიშნავი შეხვედრა იქნება. „ვულვერჰემპტონის“ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გვაქვს. „სევილიაც“ კარგ ფორმაშია. ვნახოთ.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„მანჩესტერ“ – „კოპენჰაგენის“ მატჩში ერთადერთი გოლი დამატებით დროში ბრუნუ ფერნანდეშმა გაიტანა 95-ე წუთზე პენალტით.

„მანჩესტერი,“ ნახევარფინალში, „ვულვერჰემპტონ“ – „სევილიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი დღეს, 11 აგვისტოს, დუისბურგში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.112677