სხვა

9:51 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ჩემპიონი გუნდს იცვლის

საგზაო ველორბოლაში ოლიმპიური ჩემპიონი გრეგ ვან ავერმაერტი მიმდინარე სეზონის ბოლოს, გუნდ CCC-ს დატოვებს და „AG2R ლა მონდიალში“ გადავა. ვან ავერმაერტმა ოლიმპიური ოქრო რიოს 2016 წლის თამაშებზე მოიპოვა, CCC-ში კი მეათე სეზონს ატარებს.

35 წლის ბელგიელის მიღწევებში, ოლიმპიური ოქროს გარდა, პარიზ-რუბეს და ჯენტ-ვეველგემის რბოლებში გამარჯვებებიც შედის. ის თავის ახალ გუნდთან ერთად, რომლის სახელიც მომავალი სეზონიდან, „AG2R სიტროენი“ იქნება, კლასიკურ ერთდღიან რბოლებსა და დიდი ტურების ეტაპებზე გამარჯვებებს გეგმავს.

„ძალიან მიხარია და მოტივირებული ვარ იმით, რომ ახალ თავგადასავალს ვიწყებ. ჯიმ ოხოვიჩის (CCC-ს მენეჯერი) სტრუექტურაში ათი მშვენიერი წელი გავატარე და ახლა ახალი გამოწვევისთვის ვემზადები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგი შედეგები მქონდეს. ჩემი მიზანი ისევ ისაა, რაც ადრე იყო - ფლანდრიის ტურის, პარიზი-რუბეს, ასევე ტურ დე ფრანსის ეტაპების მოგება და ტვითელი მაისურის რაც შეიძლება დიდხანს ტარება“, - ამბობს ვან ავერმაერტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118951